საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10796

ფაქტი 10796

1918 წლის 17 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სოხუმის საოლქო სასამართლოს ბრალმდებლად დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დელუტო, თავმჯდომარის მოადგილედ – ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი კონსტანტინე შნეიდერი, სასამართლოს წევრებად დაინიშნენ ნაფიცი ვექილი მახარაძე და ნაფიცი ვექილის თანაშემწე ვლადიმერ ემუხვარი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10796; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .