საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10881

ფაქტი 10881

1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინა ვასილის ასული აკოფოვას მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარდგინების პირს ამზადებდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10881; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .