საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10909

ფაქტი 10909

1920 წლის 31 აგვისტოს „ერთობაში“ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძის დადგენილებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის საზღვრებში უცხოური ვალუტის კურსის დაწესება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ამიტომ როგორც პრესას, ისე კერძო პირთ ეკრძალებათ კურსის დაწესება და ამის შესახებ პრესით თუ სხვა საშუალებებით გამოცხადება. დადგენილების დამრღვევებს სამი თვით დააპატიმრებენ.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ერთობა, 1920 | 31 აგვისტო

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .