საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10988

ფაქტი 10988

აკაკი გველესიანი მთავარგამგეს სთხოვდა გაერკვიათ შემდეგი საკითხების მართებულობა: 1. იყო თუ არა მისი თხოვნა შეტანილი და რატომ აუარეს გვერდი; 2. ვისი თავმჯდომარეობით და ვინ აირჩია გამგე; 3. აირჩიეს თუ არა გამგე მათ ვისაც არავითარი უფლება არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობისა; 4. მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა. თუ დამტკიცდებოდა ყველა აღნიშნული მუხლის უსამართლობა, ა. გველესიანი ითხოვდა მთავარგამგეს თვითონ დაენიშნა მთავრობის სასურველი კანდიდატი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10988; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .