საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10995

ფაქტი 10995

1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა 1918 წლის 18 ივნისის N 361 მოხსენებაზე დასამატებლად, რომ გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს ჯამაგირს მისცემდა როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10995; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .