საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10997

ფაქტი 10997

1919 წლის 10 ივლისს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ მირზიშვილს 13 ივნისის N 361 მიწერილის პასუხად აცნობეს, რომ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა კანონს, ვინაიდან იგი დამტკიცებული იყო შტატის მასწავლებლად 1919 წლის 1-ლი იანვრიდან. მასზე არ ვრცელდებოდა ახალი შტატების „დროებითი დებულების“ მე-17 მუხლი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10997; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .