საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11027

ფაქტი 11027

ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა, რომ აღეძრათ შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე, რათა მისცემოდა ივლისის თვის ჯამაგირი გიმნაზიის სპეციალური თანხიდან. თხოვნა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მას ავად ჰყავდა მეუღლე — ქარებით და ნერვების აშლით და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11027; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .