საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11080

ფაქტი 11080

1919 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორი მასწავლებელ ანდრიაძის წასვლის წინააღმდეგი არ იყო. იმავე შინაარსის დასაბუთებული მოხსენება ოზურგეთის გიმნაზიამ სამინისტროში გაგზავნა. მირზიშვილი ანდრიაძის ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გადაყვანის დადასტურებას ითხოვდა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11080; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .