საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11081

ფაქტი 11081

1919 წლის 14 ოქტომბერს, ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ილია ფერაძე, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წერს, რომ თანახმაა გიორგი ანდრიაძე გადაიყვანონ ქუთაისის გიმნაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სურდა საგნის მცოდნე და ენერგიული მასწავლებელი, ანდრიაძე, თავის გიმნაზიაში დარჩენილიყო ესმის მისი ოჯახური მდგომარეობა და ანგარიშს უწევს არსებულ ვითარებას. დარწმუნებულია, ქუთაისის გიმნაზიაში ანდრიაძის არ დამტკიცება გამოიწვევს მასწავლებლობის ასპარეზობიდან მის ჩამოშორებას და ერობის გამგეობაში შესვლას ქუთაისშივე, ეს კი სასარგებლო არ არის, ვინაიდან ანდრიაძე ენერგიული და საგნის მცოდნეა, მსგავსი მასწავლებლების დაკარგვა კი არ არის სასიამოვნო ფაქტი. სწორედ ამიტომ, მისი დამტკიცება ქუთაისის გიმნაზიაში ძალიან საჭიროა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11081; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .