საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11151

ფაქტი 11151

1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1915 წლიდან სოლომონ ანდღულაძე ოზურგეთის ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად მსახურობდა. ის გიმნაზიის კერძო სასწავლებლის სახით გახსნის დღიდან იქ მუშაობდა და ორგანიზაციულ საკითხებშიც აქტიურად მონაწილეობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11151; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .