საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11226

ფაქტი 11226

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იგი იმერეთის ეპისკოპოსის ლეონიდისაგან იყო დანიშნული შორაპნის სამაზრო სკოლების განყოფილების სასკოლო და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარედ. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11226; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .