საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11689

ფაქტი 11689

1919 წლის 26 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტრომ განიხილა გენ. მაიორების – კონიაშვილის, ყაზბეგისა და პოდპ. ოქიაშვილისგან შემდგარი კომისის კვლევა და დაადგინა, რომ გორიდან უნდა გაიწვიონ კაპიტანი მიქელაძე ბატალიონის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებით უკანონო განკარგულებისთვის შეიარაღებული ჯარისკაცების გამოსაწვევად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11689; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .