საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11910

ფაქტი 11910

1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ ბეჟანიშვილმა, რომ მისთვის ნისიად გადაეცათ 200 მანეთის წიგნები, რომლის საფასურსაც მათი გაყიდვის შემდეგ დაუბრუნებდა საზოაგადოებას. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ბეჟანიშვილისთვის იაკობ გოგებაშვილის თავდებით ერთი თვის ვადით გადაეცათ 200 მანეთის წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11910; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .