საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11918

ფაქტი 11918

1897 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ მიიღო წერილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჟინოვისგან, რომ ის შეუთანხმდა ქუთაისის საკვირაო სკოლას ბაქოდან გამოგზავნილ 150 მანეთის თანაბრად განაწილების თაობაზე და ასევე გამგეობას სთხოვს, რომ გაუგზავნონ დაპირებული წლიური შემწეობის მეორე ნახევარი 5 თუმანი. გამგეობამ 5 თუმანი მაშინვე გაუგზავნა ელენე ჟინოვს და ასევე აცნობა, რომ ბაქოდან მიღებულ თანხას მას შემდეგ გადასცემდნენ, როცა ქუთაისის საკვირაო სკოლის გამგისგან მიიღებდნენ თანხმობის წერილს თანხის თანაბრად განაწილების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11918; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .