საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11922

ფაქტი 11922

1897 წლის 23 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 28 მან., ალექსანდრე ჭყონიას – 22 მან., გრიგოლ ჩარკვიანს ბლანკების დასაბეჭდად წერილებისთვის – 5 მან., ასევე იყიდეს იოსელიანის გამოცემული წიგნები: „დიდმოურავნი“, „თეიმურაზ მეფის ცხოვრება“ და სხვ. გამგეობის ხარჯმა სულ 309 მანეთი შეადგინა .


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11922; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .