საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11957

ფაქტი 11957

1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა ქართული სამინისტრო სკოლის პროგრამა, აღნიშნა, რომ პირველ განყოფილებაში ყველაფერი ისწავლებოდა ქართულად, რუსული ენის სწავლას იწყებდნენ მეორე ნახევარში, II განყოფილებაში ქართული ენა და ლიტერატურა და საღვთო სჯული ისწავლებოდა ქართულად, ხოლო არითმეტიკა – ქართულად და რუსულად, III განყოფილებაში კი რუსული ენის სწავლებას მეტად ექცეოდა ყურადღება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11957; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .