საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11968

ფაქტი 11968

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ ის გადაეყვანათ წინარეხის სკოლის მასწავლებლად თომა კევლიშვილის ნაცვლად, რომელიც სამსახურს თავს ანებებდა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11968; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .