საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12183

ფაქტი 12183

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე განიხილეს გურია-სამგერელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლათა ზედამხედველის თედო ჟორდანიას თხოვნა, რომ დახმარებოდნენ ეპარქიის 37 სკოლას სასწავლო წიგნებით და ნივთებით, რადგან მათ სიღარიბის გამო არ შეეძლოთ შეეძინათ საჭირო ნივთები. გამგეობის გადაწყვეტილებით, თ. ჟორდანიას გაუგზავნეს 18 თუმნის სასწავლო წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12183; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .