საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12214

ფაქტი 12214

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. დავით კარიჭაშვილმა სხდომას მოახსენა, რომ მეორე სახალხო ბიბლიოთეკა ანასტასია წერეთლისამ გადაიტანა ავლაბარში, რაზედაც ესაჭიროებოდათ გუბერნატორის ნებართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამგეობამ ნებართვა სთხოვა გუბერნატორს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12214; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .