საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12223

ფაქტი 12223

1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ახალი ინსტრუქციის წესით სკოლის სამეურნეო საქმის წარმოება დაეწყოთ 1898 წლის 1-ლი იანვრიდან, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა და ასევე მოითხოვა, რომ 1897 წლის ბოლოს სკოლის სამზრუნველოსთვის წარედგინათ წლიური ანგარიში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12223; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .