საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12300

ფაქტი 12300

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ცხინვალის ქალთა ორკლასიანი სკოლის პედაგოგმა მარიამ ხიმშიევმა, რომ სკოლის ღარიბი მოსწავლეებისათვის გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12300; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .