საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12316

ფაქტი 12316

1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა კრებისთვის ეთხოვათ საზოგადოება გაეთავისუფლებინა იმ ქირისგან, რომელსაც ის ართმევდა ბიბლიოთეკის, წიგნსაცავის, კანცელარიისა და წიგნის მაღაზიის ბინაში. გამგეობამ განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა, კომისია, რომელიც განაგებდა ქარვასლის საქმეს, დათანხმებოდა მათ წინადადებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12316; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .