საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12346

ფაქტი 12346

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის შესახებ. ფოტოგრაფიის შემოსავლის შემცირების გამო 8 იანვრიდან გამგეობამ დაადგინა მოსამსახურეთა ახალი შტატები და მათი ხელფასებისა და სხვა ხარჯების ახალი ხარჯთაღრიცხვა – 575 მანეთის ოდენობით. ასევე – იმ პირებს, რომლებიც ახალი შტატების შემდეგ უმუშევრები რჩებოდნენ, მისცემოდათ ერთი თვის ხელფასი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12346; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .