საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12390

ფაქტი 12390

1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წერილი, რომლის თანახმად, კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, ხოლო ხსენებულ პირთაგან კომიტეტს თავმჯდომარედ აურჩევია იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადრად იოსებ შვილევი და მდივნად პართენ გოთუა. აღნიშნული პირები გამგეობამ კომიტეტის წევრებად დაამტკიცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12390; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .