საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12395

ფაქტი 12395

1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე განიხილეს ჯურუყვეთის სახალხო ბიბლიოთეკის დამაარსებლის თხოვნა, რომ გამგეობას მათთვის გაეგზავნა წიგნები. გამგეობამ ჯურუყვეთის ბიბლიოთეკას 25 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12395; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .