საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12642

ფაქტი 12642

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის ერთ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ორ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა კი – შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სამართლიანად მიაჩნდა მისი დატოვება მე-8 გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12642; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .