საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12888

ფაქტი 12888

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის პასუხი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ნიკოლოზ ბარნაბიშვილი ახალი საქმისმწარმოებლის დანიშვნამდე ბევრ საქმეში ეხმარებოდა და ზაფხულშიც კი მუშაობდა. ამ ყველაფრის შესახებ საბუთები, ჟურნალ-ოქმები კათალიკოსთა საბჭოში იყო, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, საბუთების გამოთხოვნა შეიძლებოდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12888; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .