საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1289

ფაქტი 1289

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ციხეებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების გამო რესპუბლიკის ციხეთა ინსპექტორმა ივანე იაშვილმა შემდეგი ზომების გატარება გადაწყვიტა: ავადმყოფი პატიმრები ცალკე საკნებში გადაიყვანეს; საპყრობილეებს მიეცათ საჭირო ნივთები - ლეიბები, საცვლები, ფეხსაცმელები და სხვ. ციხეებთან მოეწყო სახელოსნოები, რაც სახელმწიფო ხაზინას სარგებლობას მოუტანდა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 4 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .