საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12920

ფაქტი 12920

1899 წლის 23 თებერვალს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების აწყურის სკოლის მასწავლებელი-გამგე გრიგოლ ჭინჭველაძის თხოვნა 40-40 „დედაენის“, „რუსკოე სლოვოს“, ნატროშვილის „არითმეტიკული კრებულის“, წერის დედნის, 80 რვეულის, 20-20 ღამბაშიძის „ჟამნისა“ და „ლოცვანის“ გამგეობისგან გაგზავნის შესახებ. გამგეობამ არ დაკმაყოფილა თხოვნა, რადგან სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნაში აწყურის სკოლაც იყო გათვალისწინებული. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12920; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .