საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12939

ფაქტი 12939

1909 წლის 28 თებერვალს შედგენილი რუსული ხელნაწერი წარმოადგენს დასაბეჭდად გამზადებულ ოფიციალური მიმართვის ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების №25 წესდება ითვალისწინებს ფილიალების გახსნას სხვადასხვა მხარეში, რის საფუძველზეც, თბილისის გამგეობა სამაზრო ხელისუფლებას სთხოვს მიიწვიოს ახალციხის განყოფილების დაარსების მსურველი ქართველები ამ საკითხზე სათათბიროდ. ხელნაწერის მარგინალია მიუთითებს, რომ გამგეობის ნდობით აღჭურვილ პირად ივარაუდება თამარ ვაჩნაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12939; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .