საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13116

ფაქტი 13116

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლაში გამგეობას აღედგინა წესრიგი, რომელიც დაარღვია სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის მიერ კომიტეტში შეტანილმა განცხადებებმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13116; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .