საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13130

ფაქტი 13130

1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1916 წელს თელავის სასწავლებლის შენობის პირველი სართული შეამოწმეს სახალხო სკოლების დირექტორმა ოდოევმა და ინსპექტორმა ნიკოლაი პოგორელოვმა და მოეწონათ. ბარკალაიამ მათ გარკვეული ოდენობის თანხის დამატება სთხოვა, რადგან ყველაფერი ძვირდებოდა და შესაბამისად, მეტი ოდენობის თანხა სჭირდებოდა. ისინი დაპირდნენ, რომ როცა მშენებლობას დაასრულებდა, ანგარიშიდან აღარ დაუქვითავდნენ მეორე სართულის კარების და ფანჯრების ცარიელი ადგილების საფასურს. ბარკალაიას აზრით, ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, რადგან ათანასე ნემცანმა უარი თქვა ვალდებულებაზე. იგი სამუშაოს პერიოდში აღარ გამოჩენილა და მთელი ვალდებულება ბარკალაიამ შეასრულა, რისთვისაც გასამრჯელო ნამდვილად ეკუთვნოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13130; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .