საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13218

ფაქტი 13218

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას წერილი იმის შესახებ, რომ თედო ჟორდანია საზოგადოების წიგნსაცავს სწირავდა სოლომონ მეორის წერილს. გამგეობამ დაადგინა, მადლობა გამოეცხადებინათ შემწირველისთვის. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13218; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .