საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1334

ფაქტი 1334

1918 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პროფესიონალურ კავშირთა საბჭოს კრებაზე ამიერკავკასიის ბანკში მოსამსახურეების გაფიცვის საკითხი განიხილეს. კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი იყო დეკრეტი, რომლითაც კომიტეტებს 14 იანვრიდან ერთმეოდათ უფლება მოსამსახურეების დათხოვნა-მიღების შესახებ. კრებაზე მომხსენებელი ითხოვდა ამ საკითხის დაუყოვნებლივ მთავრობისთვის გადაცემას და მშვიდობიანი გზით მოგვარებას. შრომის მინისტრის ამხანაგმა გიორგი ერაძემ აღნიშნა აუცილებლობა ისეთი ორგანოს შექმნისა, რომელიც ყოველთვის დაიცავდა მუშა-მოსამსახურეთა ინტერესებს.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 8 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1334; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .