საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13464

ფაქტი 13464

1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1917 წელს საღვთო სჯულს ასწავლიდა ქალთა მე-2 გიმნაზიის ყველა კლასში, თუმცა შტატგარეშე თანამშრომლად ითვლებოდა, რის გამოც მან, პარალელურად, თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლის ადგილისთვის განცხადება შეიტანა. საბოლოოდ, ორივე გიმნაზიიდან, ქალთა მე-2 გიმნაზიიდან და მე-2 ვაჟთა გიმნაზიიდანაც წარადგინეს მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13464; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .