საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13528

ფაქტი 13528

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისთვის შესაფერისი ადგილი იყო საჭირო. საზოგადოების ქონებას უსაფრთხო გარემო სჭირდებოდა. ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში საქმიანობა შეუძლებელი იყო სივრცის სიმცირის, ხანძრისგან დაუცველობისა და ბევრი სხვა გარემოების გამო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13528; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .