საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1353

ფაქტი 1353

1918 წელს ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა გ. ს. იაგჯიანის თავმჯდომარეობით. დაშნაკცაკანის წარმომადგენელმა ზარგარიანცმა საბჭოს მოახსენა 16-17 სექტემბერს ოსმალეთის ჯარის მიერ ბაქოში მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევის შესახებ. მისი თქმით, სასტიკად უსწორდებოდნენ ქალებსა და ბავშვებსაც. სამი დღე არბევდნენ ბაქოს, განსაკუთრებით სომეხი მოსახლეობა დაზარალდა. ქალაქის საბჭომ დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 მანეთი გამოყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1353; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .