საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13557

ფაქტი 13557

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლების წლიურ ანგარიშში სრულად არ იყო აღნიშნული ცნობები, თუ რამდენად კარგად იცოდნენ მოსწავლეებმა წერა-კითხვა, დავიწყებული ჰქონდათ თუ არა ნასწავლი მასალა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ან რა აზრი ჰქონდა სოფლების მოსახლეობას სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13557; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .