საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13891

ფაქტი 13891

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების თებერვლის ხარჯთაღრიცხვა. 1-ლ ბიბლიოთეკას დარჩა 27 მან. 68 კაპ. II ბიბლიოთეკას – 10 მან. 29 კაპ. ოქმს ხელს აწერენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და წევრები: ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13891; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .