საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13919

ფაქტი 13919

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძის თხოვნა გამგეობისგან სკოლის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების მიცემის შესახებ. მასწავლებელი ითხოვდა გიორგი იოსელიანის 10 „საღვთო ისტორიას“, 15 მისსავე „ლოცვანს“, 50 სახატავ რვეულს, მელანსა და კალმებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13919; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .