საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14014

ფაქტი 14014

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოში ქართული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელსაც ერთვოდა საღამოს შემოსავალი – 366. 35 მანეთი. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამოს ორგანიზატორებისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ წერილობით და გაზეთით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14014; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .