საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1410

ფაქტი 1410

1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მოურავის ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილის განკარგულებით „პოლონელთა“, „სამხატვრო წრისა“ და „ვაჭარ-მრეწველთა“ კლუბებში აკრძალული ქაღალდის თამაშის ხელმძღვანელები და დარაჯები, რომლებმაც დასათვალიერებლად მისული მოურავი კლუბში არ შეუშვეს, დააპატიმრეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1410; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .