საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14461

ფაქტი 14461

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა წინადადება, რადგან სკოლებში აგენტების გაგზავნა ძვირი ჯდებოდა, გაზეთებში დაებეჭდათ შემდეგი შინაარსის განცხადება: სოფელს, რომელიც სკოლის გახსნას ისურვებდა და ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად 30-40 თუმანს გამოყოფდა; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავის მხრივ, სკოლის სახლის ასაშენებლად 15 თუმანს გადასცემდა; გამოცდილ მასწავლებლებს დაუნიშნავდა; ყოველწლიურად 4 თუმნის წიგნებს გაუგზავნიდა და სკოლის მართვა-გამგეობის პასუხისმგებლობას აიღებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14461; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .