საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14509

ფაქტი 14509

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სამი წიგნის – „წითელი ფარნის“, „ხატაურის“ და „იგავ-არაკების“ გამოსაცემად 366 მანეთი და 56 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14509; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .