საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14566

ფაქტი 14566

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მმართველობამ გადაწყვიტა ქართულად ეთარგმნათ (ელემენტარული) სახელმძღვანელოები, რომლებიც ინგლისური ენიდან რუსულად თარგმნა ანტონოვიჩმა. ამგვარად, ახალგაზრდა მეცნიერებს ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება ექნებოდათ. მმართველობას გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თარგმნა უკვე დავალებული ჰქონდა ქართული ენის მცოდნე პირისთვის. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14566; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .