საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14569

ფაქტი 14569

1909 წლის 24 ოქტომბერს სამსონ ფირცხალავამ შეატყობინა საფრანგეთში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოიწონა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მისეული ფოტოესკიზები და მისთვის 1200 მანეთის გაგზავნა გადაწყვიტა. ფირცხალავას იმედი ჰქონდა, რომ ბრინჯაოს ქანდაკებაც ისეთივე კარგი გამოვიდოდა, როგორიც ესკიზზე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14569; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .