საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1459

ფაქტი 1459

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დირიჟორ სამუელ სტოლერმანს ჩაგრავდა ცოლი ალექსანდრა სტოლერმანისა. მას არ უნდოდა, ქმარს „აბესალომ და ეთერისათვის“ ედირიჟორა, ნაწარმოებს ვირის ოპერას უწოდებდა, სძულდა ქართული მუსიკა. ის ქმარს ფიზიკურად უსწორდებოდა. ესენტუკის პარკში ერთხელ ქოლგითაც კი გამოეკიდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1459; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .