საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15248

ფაქტი 15248

1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრებების გასაცნობად დაარსდა სექციები. სკოლისა და სკოლის გარეშე სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს იაკობ ღულაძე, ალექსანდრე მდივანი და ლუარსაბ ბოცვაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15248; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .