საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15290

ფაქტი 15290

1909 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ უგზავნიდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფოტოსურათების მიხედვით მხატვარ-ექსპერტთა (გიგო გაბაშვილი, ოსკარ შმერლინგი, გრინევსკი) მიერ შედგენილ ოქმს. გამგეობამ ნიკოლაძეს შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული ქანდაკების ახალი ფოტოსურათების გამოგზავნა სთხოვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15290; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .