საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15315

ფაქტი 15315

1908 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან შექმნილმა კომისიამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) დაადგინა, იაკობ ნიკოლაძეს ბედ გადასცემოდა 15 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მოდელის გასაკეთებლად, რომლის სიმაღლე იქნებოდა ერთ არშინამდე. მოქანდაკეს ასევე დაევალა, მოდელთან ერთად კომისიისთვის განსახილველად წარედგინა დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვაც. დადგენილებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა. ამავე საბუთზე იაკობ ნიკოლაძემ ხელმოწერით დაადასტურა აღნიშნული თანხის – 150 მანეთის – მიღება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15315; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .